მთავრობას

ქვეყანას მაშინ აქვს ცუდად საქმე, თან ძალიან ცუდად, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ შიშის განცდა ან/და მინიმუმ რიდი და პატივისცემა არ არსებობს საზოგადოებაში. კიდევ უარესი, როდესაც აბუჩად იგდებს მას ყველა. ეს ზოგადად ქვეყნისთვის არის დამღუპველი, რადგან კრიმინალი იზრდება პირდაპირ-პროპორციულად ამ ნიშნულის კლებასთან ერთად და კრიმინალებს კი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს აღნიშნული გარემოება.

ასერომ დროზე მიხედეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს და მინისტრის გავლენიანობას საზოგადოებაში და არა მხოლოდ ციფრებს და სტატისტიკას.

იყავით პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი მოსახლეობისთვის და დაუნდობლები კრიმინალებისთვის, რაც პრევენციულად ხელს შეუწყობს კრიმინალის კლებას, რადგან თქვენი უმოქმედობის და უუნარობის განცდა უკვე ტრაგედიად გადაეზარდა სრულიად საქართველოს !!!

IMG_5148.JPG

Advertisements